ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

რომან ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი რომან ჭანტურია თბილისის „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 21 წლის ფეხბურთელთან 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
ჭანტურია იტალიური „ემპოლის“ საკუთრებაა. უკანასკნელად, იგი განათხოვრების წესით, იტალიურ „პრატოში“ თამაშობდა. 2016 წელს, რომანი ასევე იჯარით პორტუგალიურ „ოლიანენსეში“ გამოდიოდა.
რომან ჭანტურია იტალიაში 2013 წელს სწორედ „ლოკომოტივიდან“ გადავიდა და 4 წლის განმავლობაში „ემპოლის“ 17 და 19-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ „ემპოლის“ მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც.скачать dle 12.0

loading...
z
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური