ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

"ინტერს" მოგება დაავიწყდა

მილანის “ინტერმა” “კიევო” 5:0 გაანადგურა და სერია A-ს სათავეში მოექცა. ეს ზუსტად ორი თვის წინ მოხდა, იქედან მოყოლებული კი, აგერ რვა ტურია “ნერაძურის” გამარჯვების გემო არ შეუგრძვნია.
6 ფრე (მათ შორის, ბოლო ხუთი) და 2 მარცხი. “ნერაძურის” ყველაზე პესიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი საყვარელი გუნდი შინ “კროტონეს” ვერ დაამარცხებდა. ლუჩანო სპალეტის სნაიპერი, მაურო იკარდი არ ჰყავდა, მაგრამ მისმა შემცვლელმა ედერმა გაიტანა და მილანელებმა ტაიმიც მოიგეს. მეორე ტაიმში კი, ბარბერისმა გაქვითა და ყველაფერი სტვენით დასრულდა – “ინტერისტებმა” თავიანთი გუნდის ფეხბურთელებს უსტვინეს. სამაგიეროდ, კალაბრიელთა დამრიგებელ ვალტერ ძენგას დახვდნენ თბილად. ერთ მომენტში მასპინძლებმა შეუძახეს: “ვინც არ ხტუნავს “როსონერია” და იტალიის ნაკრების ექსკიპერიც აჰყვა ყოფილი გუნდის ტიფოზების შეძახილს...
მოკლედ, ძენგა “ინტერის” ქომაგებს ისევ უყვართ და ვალტერიც ნამდვილი ინტერისტაა, მაგრამ ახლა საკითხავი ისაა, “ნერაძური” როდის დაასრულებს წარუმატებელ სერიას?! ამასობაში სპალეტის ბიჭები ოთხეულიდან ამოვარდნის საფრთხის წინაშეც დგანან...
23-ე ტური კი, გენუაში გაიხსნა, სადაც “სამპდორიამ” და “ტორინომ” გოლები გაცვალეს.
“სამპდორია” – “ინტერი” 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 ტორეირა (11), 1:1 აკქუა (25)
“ინტერი” – “კროტონე” 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ედერი (23), 1:1 ბარბერისი (60)скачать dle 12.0

loading...
z
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური