ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ჯორჯო კიელინი: "გვარდიოლამ იტალიურ ფეხბურთს ვინაობა დააკარგვინა"

იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ ინგლისურ გამოცემა Daily Mail-ს საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ მისცა. 33 წლის ფეხბურთელი ბრიტანულ მედიას განვლილ კარიერაზე, იტალიურ ფეხბურთზე და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა.
გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ინტერვიუდან...
“გვარდიოლამ იტალიელი მცველები გააფუჭა. ჩვენ ვსაუბრობთ ფანტასტიკურ მწვრთნელზე, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიელი მწვრთნელები სცდილობენ, მიბაძონ მას და ამ მოტივით ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ვინაობას – იტალიურ კატენაჩოს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ბონუჩის გამოკლებით, არ გვყოლია ისეთი კარგი მცველები, როგორებიც მალდინი, შირეა, ბარეზი, კანავარო, ნესტა, ბერგომი, ჯენტილე იყვნენ. ვიმედოვნებ, ახლა შევძლებთ, იტალიური ფეხბურთის სახე დავიბრუნოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გასვლა, ჩვენი პრობლემების მტკიცებულებაა.
მუნდიალის გარეშე ყოფნა კუჭის ძლიერ ტკივილს ჰგავს. წავიკითხავ და ვნახავ შედეგებს, მაგრამ არმგონია, რომ ტელევიზორთან დავჯდე მატჩების სანახავად.
მე არ მქონია თანდაყოლილი ტექნიკური უნარი და არასდროს ვყოფილვარ საუკეთესო ჩემს ასაკში, მაგრამ გარკვეულ დონეზე ყოველთვის მივდიოდი ბევრი მუშაობის შედეგად. ახლა 33 წლის ვარ და ვშრომობ, რომ საუკეთესო სეზონი ჩავატარო. არანაირი საიდუმლო არ მაქვს – მხოლოდ ვნება და მუშაობა.
კონტე – ის ყოველდღე პოლიციის სერჟანტია. არამხოლოდ ვარჯიშების დროს, რომლის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად მკვდარი ხარ. მას სწამს იმის, რასაც აკეთებს. ჩვენ 40 დღე ერთად ვიყავით საფრანგეთში და ის სხვა სამყაროში შევიდა. ანტონიო ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც ყველა თავს კარგად გრძნობს. ამიტომ, ვთვლი, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა”, - განაცხადა კიელინიმ.
ჯორჯო კიელინის კარიერა 2000 წელს “ლივორნოში” დაიწყო, ხოლო 2002 წლის ივნისში კონტრაქტი “რომასთან” გააფორმა. მიუხედავად ამისა, “ჯალოროსის” ღირსება არ დაუცავს და მოკრძალებულ “ლივორნოში” 2004 წლამდე ითამაშა. 2004-2005 წლების სეზონი “ფიორენტინაში” დაჰყო, ხოლო 2005 წლიდან დღემდე “იუვენტუსის” წევრია. ჯორჯომ იტალიის ნაკრების რიგებში დღემდე 96 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.скачать dle 12.0

loading...
z
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური