ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

გაკოტრების პირას მყოფ "ვიჩენცას" "იუვენტუსი" დახმარებას სთავაზობს

იტალიური “ვიჩენცა” გაკოტრების პირასაა. “ბიანკოროსის” მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს და გაკოტრების სერიოზული საფრთხე ემუქრება. ამასთან დაკავშირებით, “ვიჩენცას” სხვა იტალიურმა გუნდებმა დახმარების ხელი გაუწოდეს.
კერძოდ, “იუვენტუსმა” და “ტორინომ”. იტალიური მედიის ცნობით, ტურინული გუნდები მზად არიან, “ვიჩენცასთან” ამხანაგური მატჩები ჩაატარონ და შემოსული თანხით გუნდს დაეხმარონ, რომ მიმდინარე სეზონი მაინც დაასრულოს.
“ვიჩენცა” ამჟამად სერია C-ში ასპარეზობს, თუმცა იყო დრო, როდესაც სერია A-ს მუდმივი მონაწილე გახლდათ. სწორედ ამ გუნდში დაიწყო ლეგენდარული იტალიელის, რობერტო ბაჯოს საფეხბურთო კარიერა.скачать dle 12.0

loading...
z
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური