ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

არსენ ვენგერი: "საკლუბო ფეხბურთს რაღაც სჭირს"

ლონდონის "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი ფინანსური ფეარ-პლეის გამკაცრებას ითხოვს. ვენგერი მიიჩნევს, რომ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ცუდი ამბები ხდება.
"ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატიდან, ოთხში ჩემპიონი უკვე ცნობილია. მეტიც, დეკემბერში უკვე ცნობილი იყო. ესე იგი, ფეხბურთს რაღაც სჭირს. ზოგიერთი კლუბის ფინანსური შესაძლებლობები კონკურენციას კლავს და მოულოდნელობის ალბათობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი. მხოლოდ იტალიაშია პირველი ადგილისთვის ბრძოლა, აი, "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა", პსჟ და "ბაიერნი" კი უკონკურენციოდ არიან" - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Mundo Deportivo.скачать dle 12.0

loading...
z
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

პოპულალური